თბილისი (GBC) - PSP eMoney (ელექტრონული საფულე) საბანკო პლასტიკური ბარათების ემისიაზე აცხადებს.

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (PSP) ინფორმაციით, Mastercard-ის მფლობელი, კრიპტო ანგარიშიდან, საბარათე ტრანზაქციებით შეძლებს ნებისმიერი მომსახურების და პროდუქტის შეძენას.

ბარათი, ერთდროულად  მიებმება ელექტრონულ (eMoney) და ციფრულ საფულეს (mycoins). MyCoins eMoney-ის შვილობილი VASP -ია (ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი).

eMoney-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის დასაზუსტებელია M/C-ით ბანკომატში თანხის განაღდება მხოლოდ ლარში იქნება შესაძლებელი, ისევე როგორც კრიპტოაპარატში, თუ აშშ დოლარშიც. ასევე უცნობია აღდგება თუ არა დაკრედიტება. eMoney-ს შეთავაზებაში იყო კრიპტოსესხიც, მოცულობა გირაოს 1/2-ით განისაზღვრებოდა და 14-დან 90 დღემდე ვადით გაიცემოდა.

eMoney 16 წელია ბაზარზე, 2 მლნ -ზე მეტი კლიენტი ჰყავს და ემსახურება სხვადასხვა გადახდებს, მ.შ. კომუნალურს, საბანკოს. ელსაფულეთი შესაძლებელია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნაც.

სებ-ში რეგისტრირებულ PSP-ს ასევე აქვს აზარტული საფულე, ფსონებისთვის. ემსახურება როგორც ფიზიკურ ასევე ელექტრონული ვალუტის ტრანზაქციებს.

კრიპტოსაფულეში 13 ვალუტაა, თუმცა რეალურად ამ დროისთვის 12 რჩება, რადგან wiva-ზე გარიგებები შეჩერებულია.

eMoney აშშ დოლარით უკვე BMatch-ზეც ვაჭრობს.

ბლუმბერგის BMatch პლატფორმა 03/2020 -დან გაეშვა.  სებ-მა და ბანკებმა გატესტეს. იანვრიდან (2021) ბანკებს და მისოებს არასაფინანსო კომპანიებიც შეუერთდა.

Bmatch-ის ხიბლი, ერთდროულად ბევრ მხარესთან, სასურველი კურსით გარიგების შესაძლებლობაა.

Bloomberg-ი საქართველოში BMatch-ის დანერგვისთვის დაჯილდოებულია კიდეც Central Banking-ის საფინანსო ბაზრის ინფრასტრუქტურული მომსახურების ნომინაციაში.

BMatch -მა გაზარდა კონკურენცია, რამაც შეამცირა სპრედი.

BMatch -ზე ბანკთაშორის ბაზარზე საუკეთესო კურსებია და, რაც მთავარია, ზუსტად პასუხობს ბაზრის კონიუნქტურას.

BMatch-ზე გარიგებებით ადგენს სებ-იც $/₾ კურსს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი