თბილისი (GBC) - G&T საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებისთვის ახალ შეთავაზებაზე აცხადებს.
20 ოქტომბრიდან 2025 წლის ბოლომდე G&T Trader-ზე ვაჭრობისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვს, ვაჭრობის საკომისიოს 50% დაიბრუნონ.
G&T Trader პირველი მულტიპროდუქტიული და მულტისავალუტო პლატფორმაა საქართველოში, რომელიც გალტ ენდ თაგარტმა ბაზარს 10 წლის წინ გააცნო. მისი დახმარებით მომხმარებლებს მსოფლიოს ძირითად საფონდო ბირჟებზე აქვთ წვდომა, სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდით ვაჭრობენ და საკუთარი ინვესტიციების დინამიკას ადევნებენ თვალს.
“გალტ & თაგარტი მუდმივად იკვლევს მომხმარებელთა ინტერესებს, ვისმენთ მათ უკუკავშირს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პლატფორმის ფუნქციონალებსა და შეთავაზებებს კიდევ უფრო ვხვეწთ. გვიხარია, რომ ბოლო განახლების შედეგად, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ ბაზარზე აქვთ წვდომა, შეუძლიათ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე გახანგრძლივებული დროით, 24-საათიანი ივაჭრონ, მიიღონ დეტალური ანალიტიკური ინფორმაცია და სხვა“, - აღნიშნა დავით ნიშნიანიძემ გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორმა.
გაიგეთ მეტი გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურების შესახებ ვებგვერდიდან: www.galtandtaggart.com
 
     
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
         
         
         
         
        