თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის Ads მენეჯერის შესახებ ვორკშოპს გამართავს

7 ნოემბერს, 18:00 საათზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, საქართველოს ბანკის ორგანიზებით,

Ads მენეჯერის პლატფორმის შესახებ ვორკშოპი გაიმართება (Zoom-ში). შეხვედრა „როგორ გავზარდოთ გაყიდვები Ads მენეჯერით შავი პარასკევისთვის” პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში ტარდება და საქართველოს ბანკის Digital Product Owner, ნინო ნოზაძე გაუძღვება.

მონაწილეები შეიტყობენ, როგორ შეუძლიათ საკუთარი ბიზნესის ზრდისთვის Ads მენეჯერის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. შეხვედრაზე განხილული იქნება პლატფორმის ძირითადი ფუნქციონალები და შეთავაზებების შექმნის პროცესი.

რაც მთავარია, მონაწილეები შეიტყობენ, როგორ შეუძლიათ Ads მენეჯერის პლატფორმით შექმნან და საკუთარ მომხმარებლებს წარუდგნინონ შავი პარასკევის შეთავაზებები.

 შავი პარასკევისთვის, 23 ნოემბრამდე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით შესაძლებელია 10X და 50X PLUS ქულების დაგროვების შეთავაზების შექმნა, რომელიც სრულად საქართველოს ბანკისგან დაფინანსდება.

რეგისტრაცია შეხვედრაზე დასასწრებად: საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

 

Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური პლატფორმაა, რომლითაც ბიზნესს შეუძლია  ხმა მიაწვდინოს 1 700 000-ზე მეტ მომხმარებელს ბანკის არხებში - SMS-ით, სოციალური მედიით, მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამასთანავე, გააანალიზოს ბიზნესის ანალიტიკა და შექმნას Cashback-ის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზებები.