თბილისი (GBC) - G&T-ის და TBC კაპიტალის მხარდაჭერით, კომერციული უძრავი ქონების მმართველმა კომპანია ემპი დეველოპმენტმა, 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 2 ტრანშად, 6 300 000 აშშ დოლარის (7.5%-ად) და 5 300 000 ევროს (6.5%-ად) 1-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა.
მოზიდული სახსრების 68% "ბრიჯ სესხების" არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვისაა.
ემისიები ემპი დეველოპმენტის მე-4 და მე-5 განთავსებაა. ემისიები „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშია.
ემპი დეველოპმენტი 2012 წელს დაფუძნდა.01.01.2026 -ისთვის 50%-50%-ს შპს „ველაჯიო“ (საქართველო) და შპს „ჯი სთარი“ (ბულგარეთი) ინაწილებენ
ემიტენტის მფლობელობაში არსებული საინვესტიციო ქონება:

„მოხარული ვართ, რომ ემპი დეველოპმენტმა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე კიდევ 2 წარმატებული ემისია განახორციელა. G&T-ისთვუს წარმატებული კომპანიების ხელშეწყობა დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში მნიშვნელოვანია.
გვჯერა, რომ მოზიდული რესურსი ემპი დეველოპმენტს, კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე პოზიციების უფრო გამყარების შესალებლობას მისცემს.
ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ კაპიტალის ბაზარზე ახალი ინსტრუმენტების დანერგვას", - G&T-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კუპრაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წელს G&T-ის მონაწილეობით, ჯამურმა ემისიემბმა 3 მილიარდ ლარს მიაღწია. ასევე Global Finance-ის შეფასებაზე. საინვესტიციო ბანკმა 2026-ის საუკეთესოს სტატუსი მოიპოვა.
„მოხარულები ვართ, რომ წელს კიდევ ერთხელ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, წარმატებით განვახორციელეთ ობლიგაციების ემისია. გასული წლის ემისიისადმი ინვესტორების მაღალმა ინტერესმა და მისმა წარმატებამ შეგვაძლებინა, წელს ბაზრისთვის კიდევ უფრო მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნებულიყავით. შედეგად, მიმდინარე ჯამური 57 მილიონიანი პროსპექტის ფარგლებში 6.3 მლნ დოლარი და 5.3 მლნ ევროს ობლიგაციები გამოვუშვით. ემპი დეველოპმენტის გუნდის სახელით მადლობას ვუხდი გალტ ენდ თაგარტს, თიბისი კაპიტალს, და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას მხარდაჭერისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ემისიის წარმატებით განხორციელებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების მხრიდან მიმდინარე ემისიის მიმართ ინტერესი მაღალია. ამასთან, სასიხარულოა, რომ ემისიაში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წინა გამოშვების ობლიგაციონერებიც, რაც კომპანიის მიმართ ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიისადმი დადებითი შეფასების კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ემპი დეველოპმენტი უკვე 14 წელია თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება. გვჯერა, რომ სწორედ ეს თანმიმდევრულობა და მიღწეული შედეგები განაპირობებს ბაზრის მზარდ ნდობას ჩვენი კომპანიის მიმართ“, - განაცხადა ემპი დეველოპმენტის დირექტორმა, პაპუნა კაციტაძემ.
„მინდა მივულოცო ემპი დეველოპმენტს 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი რიგით მეორე წარმატებული თანამშრომლობაა. პროგრამით პირველად სარგებლობისას კომპანიამ სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რაც ახალი ემიტენტების კაპიტალის ბაზარზე შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა.
„ემპი დეველოპმენტი“ კომერციული უძრავი ქონების მმართველი კომპანიაა, რომლის პორტფელი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 18 სავაჭრო ობიექტს მოიცავს. კომპანია ხელს უწყობს საერთაშორისო ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოსვლას, რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
(R)
