თბილისი (GBC) – მისო „ბერმელი“ დაჯარიმებულია 621,600 ლარით, AML/CFT კანონმდებლობის, კერძოდ კლიენტთა იდენტიფიკაციის წესები დარღვევის და მონიტორინგის სისტემების გაუმართაობისთვის.
რეგულატორის ინფორმაციით, კლიენტის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების 515 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაზეც 515 000 ლარი დაეკისრა. 23 600 ლარი კი ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის მიუწიდებლობის და დაგვიანებისთვის.
მისოს 28,000 ლარის გადახდა სებ-ის წერილობითი მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის გამო მოუწევს. დარღვევები ასევე ეხება კლიენტებისთვის რისკის ჯგუფების მიუნიჭებლობას, საქმიანობის არსის დაუდგენლობასა და ფულადი სახსრების წარმომავლობის შეუსწავლელობას, რისთვისაც 22,000 ლარის სანქცია გამოიწერა.
ეროვნულმა ბანკმა „ბერმელი“ დამატებით დააჯარიმა არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა (8,000 ლარი) და შიდა კონტროლის წესების კანონმდებლობასთან შეუსაბამობისთვის (5,000 ლარი).
"ბერმელი" მიკროსაფინანსო ბაზარზე 50.5 მლნ ლარის აქტივებით ოპერირებს. Q3/2026-ის წმინდა მოგება 1.3 მლნ ლარია. კვარტალური ანგარიშით, მისოს სასესხო პორტფელი 49.2 მლნ ლარია. საპროცენტო შემოსავლების (2.9 მლნ) 1/3 ლომბარდიდან აქვს მიღებული.
სებ-მა შარშან მისოს 20 000 ლარით დაჯარიმებაზე განაცხადა, 2022 -ში კი 2016 წლის დარღვევებისთვუისაა სანქცირებული.
საქართველოში AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლიდან მოქმედებს,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების კონტროლისთვის.