თბილისი (GBC) - გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ  Fitch Ratings-მა მიკრობანკი „კრისტალის“ გრძელვადიანი პროგნოზი (IDR) ‘B’ სტაბილურად შეაფასა. Fitch-ის შეფასება ხაზს უსვამს კრისტალის უნარს, გლობალური გამოწვევების ფონზე იყოს წარმატებული და განაგრძოს ეფექტიანი ზრდა. 

„გლობალური და რეგიონალური გამოწვევების ფონზე საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის სისწორეს და მისი აღსრულების ეფექტიანობას, რაც აძლიერებს ნდობას როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე მომხმარებლების მხრიდან. აღნიშნული რეიტინგი შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ და მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო კონკურენტული პროდუქტები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას“, - აღნიშნავს „კრისტალის" გენერალური დირექტორი ილია რევია.

Fitch Ratings-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგი სხვადასხვა პარამეტრებით განსაზღვრა. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, კომპანიის რეიტინგი ასახავს მომგებიანობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, აქტივების ხარისხის კონტროლს, დაფინანსების წყაროების მრავალფეროვნებას და კაპიტალის სტაბილურ მართვას. სააგენტოს ანგარიშში ასევე აღნიშნულია რომ კომპანიის მიერ მიღებული მიკრობანკის ლიცენზია პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის რეიტინგის შესაძლო გაუმჯობესების მიმართულებით. 

რეიტინგის შენარჩუნებას ხელი შეუწყო კრისტალის წარმატებულმა პარტნიორობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან.

„კრისტალი", ჯერ კიდევ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ოპერირების პერიოდში, Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი იყო რეგიონში. კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა.

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 566 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.