თბილისი (GBC) – სებმა Bmatch პლატფორმაზე მაისის ინტერვენციებზე განაცხადა. სავალუტო რეზერვები 245.4 მილიონი დოლარით შეავსო. თუმცა 5 მილიარდიან ზღვარს ჯერ კვლავ ვერ უჯახლოვდება. 

რეზერვების მოცულობა 01.06.2025-ის მდგომარეობით $4.6 მლრდ -ია.

რეგულატორის ცნობით, სებ-ი კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე. როდესაც ბაზარი შესყიდვის შესაძლებლობას იძლევა დოლარს ყიდულობს.

2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი ივნისის შესყიდვებზე ივლისის ბოლოს განაცხადებს. განახლებული მონაცემები 2025 წლის 25 ივლისს გამოქვეყნდება.