თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 16–20 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ქართული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად დავარდა. ორი კომპანიის შემთხვევაში ფასები ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაც კი შემცირდა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 120.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -12.26% წინა კვირასთან შედარებით და -2.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 290 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 120.20 - 138.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 50.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.74% წინა კვირასთან შედარებით და +1.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 370 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 49.68 - 54.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 82 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 41.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -14.43% წინა კვირასთან შედარებით და - 1.78% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 127 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.45 - 48.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.