თბილისი (GBC) - Georgia Capital (GCAP) თავისი შვილობილი JSC Georgia Healthcare Group-ის მიერ (GHG), საქართველოს ბაზარზე უზრუნველყოფილი ₾350 მლნ-იანი სოციალური ობლიგაციების გამოშვებაზე აცხადებს.
ობლიგაციები ლარებშია დენომინირებული, აქვთ 5 წლიანი bullet maturity ვადა და ცვლადი კუპონის განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება თბილისის საბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის და დამატებით 375 საბაზისო პუნქტის მიხედვით (TIBR+3.75).
Bullet maturity ვადა ნიშნავს, რომ ობლიგაციის ძირითადი თანხა მთლიანად გადაიხდება ერთი ჯერზე, ვადის ბოლოს, ხოლო ამ პერიოდში ინვესტორი იღებს მხოლოდ კუპონის განაკვეთს.
ობლიგაციები გამოშვებულია ნომინალურ ფასში და შეფასებულია Scope Ratings-ის მიერ BB- რეიტინგით. ტრანზაქციის დარეგისტრირება მოსალოდნელია 2025 წლის 17 სექტემბერს, რასაც მოჰყვება ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე.
GHG-მ Scope-ის მიერ მომზადებული „Second-Party Opinion“ მიიღო, რომელიც ადასტურებს, რომ მისი სოციალური ობლიგაციების ჩარჩო შეესაბამება ICMA-ს 2023 წლის სოციალური ობლიგაციების პრინციპებს. ობლიგაციების აგენტებ გალტ & თაგარტი და თიბისი კაპიტალი არიან. გამოშვებას მხარი დაუჭირეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB), აგრეთვე ადგილობრივმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო ფონდმა.
მიღებული სახსრები სოციალური ობლიგაციების ჩარჩოს შესაბამისად, არსებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებისთვის და კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული. გარიგების დასრულების შემდეგ, ობლიგაციები კომპანიის ერთადერთი ვალდებულება იქნება.
„მიხარია, რომ ჩვენმა სამედიცინო მომსახურების ბიზნესმა წარმატებით დაასრულა საქართველოში ლარებში დენომინირებული უმსხვილესი კორპორატიული ობლიგაციების განთავსება. ტრანზაქციამ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ინვესტორების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზრები სწრაფად ვითარდება და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების დახმარებით ჩვენი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ალტერნატიული კაპიტალის წყარო გახდა. მსურს მადლობა გადავუხადო მენეჯმენტს და ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებს – IFC-ს, AIIB-სა და საქართველოს საპენსიო ფონდს – რომელთა ეფექტურმა თანამშრომლობამ ეს გარიგება წარმატებული გახადა. ობლიგაციები ჩვენს ჯგუფში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ წვდომას კაპიტალზე“, - განაცხადა ირაკლი გილაურმა GCAP-ის თავმჯდომარემ და CEO-მ.