თბილისი (GBC) - გალთ & თაგარტიმ (G&T) „ჭავჭავაძის 64ბ“-ის 2 წლიანი ობლიგაციების განთავსებაზე განაცხადა, დოლარსა (12 მლნ) და ევრო (6 მლნ).
კუპონი ნახევარწლიურად გადაიხდება. საპროცენტო განაკვეთი აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციებისთვის 7.5%-ით განისაზღვრა, ევროში 7% შეადგინა.
ტრანზაქცია ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
„მოხარული ვართ, რომ G&T „ჭავჭავაძის 64ბ“-ს ექსკლუზიური პარტნიორია და კომპანიასთან ერთად უკვე მეორე ერთობლივ გარიგებას ვახორციელებთ. ვულოცავთ კომპანიას ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას, რომელზეც ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. აღნიშნული ემისია კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი ბაზრის მზარდ შესაძლებლობებს და ინვესტორების ინტერესს მაღალი დონის, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებული ემიტენტების მიმართ. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, დღემდე, ჩვენმა გუნდმა ჯამურად თითქმის 3 მილიარდი ლარის მოცულობის ემისიებში მიიღო მონაწილეობა. „გალტ & თაგარტი“ აგრძელებს ახალი შესაძლებლობების შექმნას საინვესტიციო-საბანკო მიმართულებით, რაც ამ ემისიის ფარგლებშიც ნათლად გამოვლინდა“, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.
„ჭავჭავაძის 64ბ“-ის მეორე წარმატებული ემისია, „რედიქს ჯგუფისათვის“ მნიშვნელოვანი წარმატებაა. ფასიანი ქაღალდების გამოშვება ჩვენთვის დაფინანსების ეფექტიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა, რაც თავის მხრივ ინვესტორების მაღალ ინტერესს და კომპანიის მიმართ ნდობას ადასტურებს. მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს“ პროფესიული მხარდაჭერისათვის, ეკონომიკის განვითარების კორპორაციას - თანამშრომლობისათვის, ხოლო ინვესტორებს, კვლავ ნდობისათვის", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა, კომპანიის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მფლობელმა.
„ჭავჭავაძის 64ბ“ უძრავი ქონების მენეჯმენტ კომპანია - „რედიქსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს ინვესტირებას.
„ჭავჭავაძის 64ბ“ ფლობს და მართავს პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრს. კომპანიის მოიჯარეები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, დიპლომატიური კორპუსები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.
ემიტენტის სტრუქტურა

მოზიდული სახსრების გამოყენება:
o I რიგში მიღებული სახსრებით მოხდება ემიტენტის მიერ 2024 წლის 22 აგვისტოს გამოშვებული ობლიგაციების(10 მილიონი აშშ დოლარისა (ISIN GE 2700604897) და 3 მილიონი ევროს (ISIN GE 2700604889)მოცულობით) სრული რეფინანსირება;
o II რიგში, პროგრამის ლიმიტის ფარგლებში დარჩენილი თანხები (ქვემორე პუნქტშიმითითებული სს „პაშა ბანკის“ წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გათვალისწინებული 7.2 მილიონი ევროს ლიმიტის გამოკლებით) მოხმარდება ემიტენტის კაპიტალის შემცირებას;
o III რიგში, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტმა გადაწყვიტა სს „პაშა ბანკთან“ 2024 წელს გაფორმებული საკრედიტო მომსახურებაზე გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე სს „პაშა ბანკის“ წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირება, პროგრამის ფარგლებში დარჩენილი 7.2 მილიონი ევრო გამოყენებული იქნება აღნიშნული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირების მიზნობრიობით. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, თუ ემიტენტის მიერ არ იქნება მიღებული სს „პაშაბანკის“ წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირების გადაწყვეტილება, ემიტენტი არგანიხილავს აღნიშნული თანხის ალტერნატიულ გამოყენებას.
