თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 16–20 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპრანიიდან ორის აქციები მინუსშია. როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით პლუსში Lion Finance Group რჩება.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 66.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.15% წინა კვირასთან შედარებით და +2.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 414 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 65.30 - 67.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.34% წინა კვირასთან შედარებით და - 1.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 417 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.45 - 45.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულ
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 18.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.16% წინა კვირასთან შედარებით და - 2.79% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 245 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.94 - 19.18 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.