თბილისი (GBC) – Bank of Georgia Group PLC (BOGG) სომხეთის წამყვანი ბანკის, Ameriabank CJSC -ის 100%-ით, დაახლოებით $303.6 მლნ-ად შეძენაზე აცხადებს. 

მიღწეულია პირობითი შეთანხმება სს ამერიაბანკის მთლიანი გამოშვებული სააქციო კაპიტალის 100%-ის შეძენაზე. BOGG თვლის, რომ მნიშვნელოვანი ღირებულების მიღებაა შესაძლებელი სომხეთში არსებული შესაძლებლობების კაპიტალიზაციის შედეგად. შესყიდვა ჯგუფის აქციონერების დამტკიცებისა და მარეგულირებლის თანხმობის პირობას ეფუძნება.

უნივერსალური ბანკის შეძენით, რომელსაც მიმზიდველი ფრენჩაიზი გააჩნია მიმზიდველ ბაზარზე, BOGG პოტენციალს ჯგუფის არსებულ მომხმარებლებზე ფოკუსირებასა და ციფრული/გადახდების შესაძლებლობების გამოყენებაში ხედავს.

მიმზიდველი შეფასება (valuation) - დაახლოებით $303.6 მლნ-ის ფულადი ტრანზაქცია მთლიანად დაფინანსდა ჯგუფის ჭარბი კაპიტალით, რომელიც თავის მხრივ, აქციონერთა შემოსავლის მაქსიმიზაციას და სს „საქართველოს ბანკის“ ძლიერი კაპიტალის კოეფიციენტების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

ფასი კი თავის მხრივ გამოანგარიშებულია 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, აქტივების წმინდა ღირებულების (Net asset value) 0.65x-ითა და 2.6x P/E-ით (ფასისა და მოგების თანაფარდობა), 2023 წლისთვის.

Ameriabank-ის 90%-ს ჯგუფი შესყიდვის პროცედურის დასრულების შემდეგ შეიძენს, ხოლო 10%-იან წილს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) შეინარჩუნებს, აქციონერთა (Put and Call Option-ით) შეთანხმების საფუძველზე.

ჯგუფი არსებულ აქციონერებში აზრთა სხვადასხვაობას არ ელის. ბორდს და მენეჯმენტს სჯერა, რომ შესყიდვა დაუყოვნებლივ გახდება EPS -ის (earnings per share) და RoAE-ს (აქტივებზე უკუგება) დამატებითი ზრდის საფუძველი, ხოლო სს საქართველოს ბანკი ძლიერი კაპიტალის პოზიციას შეინარჩუნებს.

დაგეგმილია, რომ BOGG დივიდენდებისა და კაპიტალის განაწილების პოლიტიკა გაფართოებული ჯგუფისთვის, ვაჭრობის და პერსპექტივების დამაკმაყოფილებელი პირობების გათვალისწინებით, უცვლელი დარჩება მიზნობრივი გადახდის კოეფიციენტით წლიური მოგების 30-50%-ის ფარგლებში.

ცნობისთვის, Ameriabank-ის მთლიანი ჯამური მოგება, (FY23) გადასახადების შემდგომ, 46 მლრდ სომხური დრამია (+4% y.y) (300 მლნ ლარი). მთლიანი აქტივები 1,4 ტრლნ დრამი (9,2 მლრდ ლარი), ხოლო ვალდებულებები 1,2 ტრლნ დრამი (7,9 მლრდ ლარი). ჯამური კაპიტალი კი 195,8 მლრდ დრამია (1,3 მლრდ ლარი). ჯგუფი 2023 წლის ბოლოსთვის 1812 ადამიანს ასაქმებდა.