თბილისი (GBC) - ოქტომბერ-ნოემბერში BMatch-ზე სების წმინდა შესყიდვები შემცირდა. ოქტომბერში ბლუმბერგის აღნიშნულ პლატფორმაზე რეგულატორის წმინდა გაყიდვები იყო $13 მილიონზე მეტი, ნოემბერში კი $15 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო 2 საანგარიშო თვეში, წინა 9 თვისგან განსხვავებით, გაყიდვები ჭარბობდა. იანვარ-სექტემბრის წმინდა შესყიდვები კი $1.472 მილიარდს შეადგენდა.
ამასთან, სების სტატისტიკით, ოქტომბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა ₾18 მლნ -ით შემცირდა, ნოემბერში კი განაღდებებმა დაიკლო 100 მლნ-ზე მეტით. შესაბამისად მიმოქცევაში ლარი, 5.5 მილიარდამდე შემცირდა.
ოქტომბერ-ნოემბერში განაღდებებებით და სხვა ოპერაციებით სისტემას ₾1 მილიარდზე მეტი მოაკლდა, მათ შორის სავალუტო აუქციონებზე სების ტრანზაქციებით,230 მლნ ლარამდე.
თუმცა ამასთან სხვა ინსტრუმენტებით და კომპონენტებით, მათ შორის რეფინანსირების და ერთთვიანი სესხებით (400 მლნ-მდე) 650 მლნ ლარზე მეტი ლიკვიდობა მიეწოდა.
სების "თვის მიმოხილვით" ოქტომბერში მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 125.6 მლნ ლარით, 147.3 მლნ ლარამდე გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონით 84.9 მლნ აშშ
დოლარი გაყიდა. ~
მთლიანობაში, ოქტომბერში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 35.6 მლნ ლარით, 1.07 მილიარდამდე გაზარდა.
(წყარო: ბიზნესპარტნიორი)