"პროკრედიტ ბანკში" სავალუტო სესხი გაძვირდა. აშშ დოლარში იპოთეკა 9.5%-დან, ევროში 9%-დან გაიცემა. განაკვეთების აწევა გლობალურ ტრენდს უკავშირდება.
ამასთან იცვლება აშშ დოლარის ინდექსი. ლიბორის ნაცვლად (რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული რამდენიმე მსხვილი ბანკის გარიგებებით დგებოდა) დოლარის სესხი მიებმება termsofr-ს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის საშუალო ინდექსს, რომელიც, ბანკის ინფორმაციით, რეალურ გარიგებებს ეფუძნება და ბაზართან უფრო მიახლოებულია (30 ივნისიდან ამერიკულ ინდექსზე მთელი სექტორი გადადის).
ამ დროისთვის "პროკრედიტ ბანკი" ფიქსირებული განაკვეთით მხოლოდ ოვერდრაფტს და დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხს გასცემს. დანარჩენი ცვლადგანაკვეთიანი ან კომბინირებულია.
ადგილობრივ ვალუტაში სესხის ცვლადი TIBR-ია (ბანკთაშორის განაკვეთი) ან რეფინანსირების განაკვეთი. შესაბამისად TIBR-ზე მიბმული სესხის დასაფარი ულუფა ყოველთვიურ ცვლილებას ექვემდებარება, რაზეც მომხმარებელს წინასწარ ეტყობინება. რეფინანსირებაზე მიბმულის განაკვეთი კი როგორც იცით, სტანდარტულად, მპკ-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, მყისიერად კორექტირდება.
ბანკი, გერმანული კაპიტალით და ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგით, მსხვილპორტფელიან ბანკებში, 2.45%-იანი წილით, №6-ა.
პროკრედიტ ბანკი |
01.05.23 |
|
000 ₾ |
სესხები |
1,097,743 |
სა% შემოსავალი |
38,576 |
მ.შ. სესხებიდან |
32,534 |
არა% შემოსავალი |
5,473 |
მ.შ.ვალუტით ვაჭრობიდან |
4,548 |
მ.შ. საკომისიობიდან |
(-277) |
წყარო: კომერციული ბანკი & ბიზნესპარტნიორი