თბილისი (GBC) - საბანკო სექტორი ყოველთვიურად, საშუალოდ, წმინდა მოგების 250 მილიონიან ზრდას ინარჩუნებს. ბიჯი 2023-თან შედარებით მომატებულია. გასულ წელს სექტორს 200 მილიონიანი საშუალო ზრდა ჰქონდა.
სებ-ის სტატისტიკით, ნოემბერში ბანკების წმინდა მოგება 260 მლნ ლარით გაზრდილია (10/24 +279 მლნ m.m; 09/24 +275 მლნ m.m).
11 თვის ჯამური მოგება (მომგებიანი ბანკების) 2.870 მლრდ ლარამდეა. 13 მომგებიან ბანკს შორისაა სანქცირებული ვითიბის შვილობილიც. ზარალზეა სილქ ბაბნკი და ციფრული ბანკები, რომლ;ებსაც სრულყოფილი საოპერაცუიო საქმიანობა არ დაუწყია (ჰეში, პეისერა, პეივი)
შეცვლილია TOP-7 ბანკი ქართუ, ქართული კაპიტალით ინაცვლებს მე-6 პოზიციაზე და გერმანული კაპიტალის საბანკო ჯგუფი - პროკრედიტ ბანკი მე-7-ზე.
მომგებიანი ბანკების TOP-11 +2
|
000 ₾ |
საქართველოს ბანკი |
1 399 408 |
თიბისი |
1 078 546 |
ლიბერთი |
102 129 |
ბაზისბანკი |
71 743 |
კრედო |
58 226 |
ქართუ |
42 290 |
პროკრედიტი |
30 191 |
ტერა |
29 473 |
ხალიკ ბანკი |
18 315 |
იშბანკი |
12 747 |
ვითიბი |
11 264 |
პაშა ბანკი |
7 527 |
ზირაათ ბანკი |
5 448 |
წყარო: NBG & BRG |
|