თბილისი (GBC) - სამომხმარებლო სესხების  ზრდის მაჩვენებელი მკვლავ მაღალია. 20%-ზე  ზევით ნარჩუნდება. თუმცა ტემპი შენელებულია.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, სექტემბრის მდგომარეობით, წლიური ზრდა 22.7%-ია (01.09.2024 - + 29.4%Y.Y).

თუმცა, ბანკების პორტფელში სამომხმარებლო სესხების წილი გაზრდილია, 22.4%-მდე (01.09.2024 – 19.3%) და 1 სექტემბრისთვის 13.4 მლრდ ლარს შეადგენს (01.09.2024 – 11,1 მლრდ; 01.09.2023 – 8.5 მლრდ)

ფიზიკური პირებისთვის გაცემული სამომხმარებლო სესხების 81.7%  სისტემური 2  ბანკზე მოდის  (BOG & TBC).

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, საცალო სამომხმარებლო სესხის მინიმალური განაკვეთი 9%-ია (ეფექტური 20.2%). თიბისის ინფორმაციით,  სამომხმარებლოს სესხი 12.25%-დან (ეფექტური 18%) გაიცემა. სტანდარტულად სამომხმარებლო არაუზრუნველყოფილი სესხი 4 -წლამდე ვადით გაიცემა.

სებ-ის სტატისტიკით. საბაზრო საშუალო შეწონილი განაკვეთი 18.9%-ია. გასულ წელთან შედარებით შემცირებულია (01.09.2024 -19.05% )