თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 11.4% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 19.3%-ია. გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 1.8 პ.პ.-ით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა - 1.6 პ.პ.-ით.
2024 წელს მრეწველობის სფეროში შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.9% შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 11%.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია შესწორებული საათობრივი და ყოველთვიური გენდერული სახელფასო სხვაობა საქმიანობის სახეების მიხედვით.
დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალი ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტების სფეროების პოზიციაზე დაფიქსირდა და 26% შეადგინა, მეორე ადგილზეა სპეციალისტი პროფესიონალების პოზიცია (23.7%).
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია შესწორებული საათობრივი და ყოველთვიური გენდერული სახელფასო სხვაობა დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით.