თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $18,54 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.1%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $5,15 მლრდ იყო (გაიზარდა 7.7%-ით), ხოლო იმპორტი $13,39 მლრდ (გაიზარდა 9.7%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში $8,24 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ია.
საგარეო ვაჭრობა 9.1%-ით გაიზარდა. უარყოფითი სალდო კვლავ მაღალია

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

sCoolApp, რომელსაც უკვე 150 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს ამ პროცესს უფრო მეტად საინტერესოს და მარტივს ხდის. აპლიკაცია მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსური ოპერაციები, ხოლო მშობლებს კი - დისტანციურად აკონტროლონ მათი აქტივობები.sCoolApp მოსწავლეებს არაერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს:ფინანსური ოპერაციებითანხის გადარიცხვა, მობილურის შევსება, ხარჯების გაყოფა მეგობრებთან და მშობლებთან - ამ ყველაფრის გაკეთება ბავშვს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია.ყულაბამოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი მიზნებისთვის sCoolApp-ში ყულაბა გახსნან. დაგროვების ეს მეთოდი ბავშვებისთვის მოტივაციაა, რომელიც, ამავდროულად, მიზნისკენ სვლასაც ასწავლის.მეგობრის მოწვევააპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ მოსწავლე მარტივად იპოვის მოწვევის კოდს, რომლის გაზიარება მეგობრებთან შეუძლია. მოსწავლემ sCoolApp-ში მოცემული ინდივიდუალური კოდი მეგობარს უნდა გაუზიაროს, რომელსაც ის რეგისტრაციისას მიუთითებს. მას შემდეგ, რაც კოდით მეგობარი დარეგისტრირდება ორივე 5-5 ლარს მიიღებს. (კვირაში მაქსიმუმ 10 მოწვევა).შეთავაზებების სივრცესასიამოვნო და მხიარული დროის გატარება სკოლის მერე ყველას სურს, საჭიროა მხოლოდ sCoolApp-ში შესვლა, სადაც დახვდებათ სპეციალურად მათზე მორგებული აქციების სივრცე. მოსწავლეებს შეთავაზებების გააქტიურება აპლიკაციაშივე შეუძლიათ. ამის შემდეგ კი კვების ობიექტზე ბარათის პოსტერმინალზე გატარებაღა რჩება.და ბოლოს, არ გამორჩეთ sCoolApp-ის საჩუქრების კამპანიაგარდა აპლიკაციის ყოველდღიური შესაძლებლობებისა, არ დაგავიწყდეთ, რომ sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია გრძელდება. კამპანიაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ თავისი კოდით sCoolApp-ში 3 მეგობარი უნდა მოიწვიოს. მეგობრების რეგისტრაციის შემდეგ, ის 1500-მდე საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს, მათ შორის: PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა. (საჩუქარს VELI.store-ის ვაუჩერის სახით მიიღებს.)კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად შეუკვეთავთ. ამისთვის, BOG App-ში მარტივი პროცესის გავლაა საჭირო, რის შემდეგაც ჯადოსნური თავგადასავლები ყოველდღიურ სახეს მიიღებს.
1760358723

“იქომერსის დღე” უკვე დამკვიდრდა როგორც წამყვანი პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში აერთიანებს. სფეროში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას და ახალი პროფესიული კავშირების დამყარებას.წლევანდელი კონფერენციის სპიკერების ნაწილი უკვე ცნობილია. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი გლობალური და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან: მატიას უნდურაგა – კორპორატიული ტექნოლოგი, Amazon Web Services (AWS) ირმა პაპალეო – ვებსაიტებისა და ციფრული ოპერაციების ხელმძღვანელი. Amadeus; აკადემიური დირექტორი IE Tech School რობერტ მულე – ციფრული ბიზნესის ვიცე-პრეზიდენტი, Avianca არტემ კოლოსიუკი – გენერალური მენეჯერი კავკასიაში, Glovo კატო პეტრიაშვილი – ბრენდებთან პარტნიორობის ხელმძღვანელი კავკასიაში, Glovo ლუკა ხალაძე – დამფუძნებელი, Web Features; Web Hoster ქეთევან ვაჩიბერიძე – აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, Storera ანა შაქარიშვილი – უფროსი პროდაქტ ოუნერი, საქართველოს ბანკი ღონისძიების მთავარი თემებია: ხელოვნური ინტელექტი იქომერსში ლაივ და სოც მედია იქომერსი ონლაინ სერვისების პლატფორმები მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესიინოვაციების პარტნიორი: Visaპარტნიორები: AWS, Aversi, BDO Digital, Cellfie, CityPay, Dasta Records Management, Delivo, Elit Electronics, Acer, Glovo, Melo.Delivery, Storera, Tech School / IE, Web Features.ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.
1760354539

აღნიშნული ოქროს ნივთები სამართალდამრღვევ მოქალაქეებს სპეციალურად მოწყობილ სამალავებში (მათ შორის ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ) ჰქონდათ განთავსებული, ხოლო უშუალოდ სხეულზე ოქროსგან დამზადებული ბალთების მქონე ქამრები ეკეთათ.არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 685 346 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
1760352657

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 77.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.37% წინა კვირასთან შედარებით და +1.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 190 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.70 - 79.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 57 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1% წინა კვირასთან შედარებით და -0.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 355 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.30 - 45.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 115 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.00% წინა კვირასთან შედარებით და 0.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 172 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.20 - 24.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.
1760351104

საქართველოს ბანკი რამდენიმე საინტერესო და, რაც მთავარია, ფინანსურად მომგებიან შესაძლებლობას გთავაზობთ. კონკრეტულად განვიხილოთ 5 ხრიკი.1. შანსი, მოიგოთ 650,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდანმობილბანკით ან ინტერნეტბანკით გზავნილის გაგზავნისას ან განაღდებისას, თქვენ ავტომატურად ხდებით მობილბანკის გათამაშების მონაწილე, რომლის საპრიზო ფონდიც 650,000 ლარია.როგორ მუშაობს მობილბანკის გათამაშება? ბილეთების დაგროვება: ბილეთებს იღებთ არა მხოლოდ გზავნილის შესრულებისთვის, არამედ მობილბანკის სხვა აქტივობებისთვისაც: აპლიკაციაში შესვლა, გადარიცხვა, პროდუქტის გააქტიურება და ა.შ. ყოველთვიური და ფინალური ეტაპი: გათამაშება ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ყოველ თვეში სამი გამარჯვებული ვლინდება, დეკემბერში კი ფინალია და საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ ლარს მიაღწევს. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას იღებს ყველა ბილეთი, რომელიც წინა თვეებში დააგროვეთ. 2. 50%-იანი ქეშბექი Western Union-ის საკომისიოზესაქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, დაზოგოთ Western Union-ის ყოველ გზავნილზე: გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი Western Union-ით საზღვარგარეთ თანხის გასაგზავნად და საკომისიოს ნახევარი უკან დაგიბრუნდებათ ეს თანხა თქვენს ანგარიშზე გზავნილის შესრულების დღის ბოლომდე ავტომატურად აისახება შეთავაზება 2025 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში 3. იღბლიანი გზავნილი: გააორმაგეთ მიღებული თანხათუ რეგულარულად ანაღდებთ ფულად გზავნილებს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, შესაძლებლობა გაქვთ მიღებული თანხა გაიორმაგოთ! გაორმაგებულ თანხას მიიღებს ის, ვისი გზავნილიც კვირის განმავლობაში 30,000-ე აღმოჩნდება. გამარჯვებული კვირაში ერთხელ ვლინდება გაორმაგებული თანხის მაქსიმალური ლიმიტი 3,000 ლარია აქცია ძალაშია 28 დეკემბრამდე 4. საუკეთესო სავალუტო კურსი 24/7, ფილიალში მისვლის გარეშეერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გზავნილის განაღდებისას სავალუტო კურსია. საქართველოს ბანკი მობილბანკსა და ინტერნეტბანკში გაუმჯობესებულ, სპეციალურ კურსს გთავაზობთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ: ზოგავთ დროს და არ გიწევთ ფილიალში მისვლა სარგებლობთ მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს იღებთ მეტ თანხას უკეთესი კონვერტაციის შედეგად 5. შემცირებული საკომისიო Ria-ს გზავნილებზეთუ თქვენ საქართველოდან საზღვარგარეთ ფულს Ria-ს სისტემით აგზავნით, შეგიძლიათ შემცირებული საკომისიოთი ისარგებლოთ.15 ოქტომბრის ჩათვლით: საკომისიო იქნება 2.0% (სტანდარტული 2.2%-ის ნაცვლად) აშშ-ში გზავნილის შემთხვევაში, კი საკომისიო 2.0% იქნება (2.5%-ის ნაცვლად) ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა გზავნილს გააგზავნით ან მიიღებთ, შეასრულეთ ოპერაცია მობილბანკში.ერთი კლიკით შეგიძლიათ მოიგოთ, დაიბრუნოთ ან სულაც გააორმაგოთ თანხა!
1760350249

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.პარტნიორ აკადემიებს შორის არის IT აკადემია STEP, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ მათთვის საინტერესო კურსები საქართველოს ბანკის სტიპენდიით. ამისათვის, მათ 15 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე: stipendia.bog.geსტიპენდიატების შერჩევა მათ მიერ გაგზავნილ აპლიკაციებსა და გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით მოხდება.IT აკადემია STEP-ში სწავლის მსურველები გაივლიან კურსებს შემდეგი მიმართულებებით: პროგრამირება, ქსელები, კიბერუსაფრთხოება, ინტერიერის დიზაინი, UI UX დიზაინი და სხვა. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.ინფორმაციისთვის, IT აკადემია STEP საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების უდიდესი ცენტრია საქართველოში. სტეპში მოსწავლეები ეუფლებიან პრაქტიკაზე დაფუძნებულ, სრულფასოვან, საერთაშორისო დონის პროფესიულ განათლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) დარგში.სტეპი თანამედროვე პროგრამების დანერგვით, პრაქტიკოსი ლექტორების დახმარებით და საკუთარი, ინოვაციური სასწავლო სივრცით, განათლებაზე არსებულ სტანდარტულ ხედვებს გარდაქმნის თანამედროვე აზროვნებად. სტეპის ძლიერი კარიერული ცენტრით უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებას, სწავლის პროცესში აუცილებელი, პროფესიული HARD და SOFT უნარების გამომუშავებას, კომპიუტერულ აზროვნების ჩამოყალიბებას და სტუდენტს პირდაპირ ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ამზადებს.როგორც გლობალური ლიდერი ბრენდი, IT აკადემია STEP 1999 წლიდან არის მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში, კი უკვე 2 ქალაქში, 2 ფილიალით არის წარმოდგენილი - თბილისი და თელავი.ამასთან, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
1760345175

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 1,8 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია. რაჭაში საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია. ამ ეტაპზე, კახეთსა და რაჭაში მოსავალი 20 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა, რთველის პროცესში 521 საწარმო იყო ჩართული.რაჭის რეგიონში, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად.
1760344328

თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) უხვმა შემოდინებამ გადაფარა მილსადენის მოცულობების შემცირება, რაც ნაწილობრივ აზიის LNG-ზე შესუსტებულ მოთხოვნას უკავშირდება, რამაც ევროპისთვის გამოათავისუფლა ტვირთები. აზიელ იმპორტიორებს, განსაკუთრებით ჩინეთში, მე-3 კვარტალში მაღალი მარაგები ჰქონდათ, რამაც შეამცირა მათი LNG შესყიდვები და ევროპელ მყიდველებს საშუალება მისცა მარაგები ფასების აწევის გარეშე შეევსოთ. ოქტომბრის დასაწყისისთვის ევროკავშირის მარაგებმა 83%-ს მიაღწია (~944 TWh) - ამ თარიღისთვის ყველაზე დაბალი 2021 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც საკმარისად მაღალი. მონაცემების მიხედვით, გასული ზამთრის ბოლოს (მარტი 2025) მარაგები მხოლოდ 34%-მდე დაეცა.გალტ & თაგარტის ინფორმაციით, ევროპის ბუნებრივი აირის მიწოდების სტრუქტურა ფუნდამენტურად შეიცვალა. LNG ახლა ევროკავშირის აირის საჭიროებების დაახლოებით ნახევარს უზრუნველყოფს მოცულობით. პროგნოზის მიხედვით, 820 ტანკერი LNG-ის იმპორტი მოხდება მიმდინარე წელს (გასულ წელს 660), რათა კომპენსირდეს რუსული მილსადენის მიწოდების მკვეთრი შემცირება და ჩრდილოეთ აფრიკის უფრო დაბალი ნაკადები. შეერთებული შტატები ევროპის მთავარი LNG მომწოდებელი გახდა და 2025 წლის ამ პერიოდისთვის ევროკავშირის LNG იმპორტის 58%-ს შეადგენს. აშშ-ის ექსპორტის სიმძლავრის ზრდამ (მაგ. ახალი ტერმინალები მექსიკის ყურის სანაპიროზე) გამოიწვია აშშ-ის LNG მოცულობების 22%-იანი წლიური ზრდა 2025 წლის პირველ 7 თვეში.თუმცა, LNG-ზე გაზრდილი დამოკიდებულება ფასების მეტ არასტაბილურობას იწვევს: ტრადიციული ნავთობზე ინდექსირებული მილსადენის კონტრაქტებისგან განსხვავებით, სპოტ LNG ფასები მკვეთრად რეაგირებენ გლობალური მოთხოვნის რყევებზე (მაგ. აზიის ბაზრებიდან). თუმცა, მე-3 კვარტლის განმავლობაში ევროპული TTF ბუნებრივი აირის ფასები საშუალო დონეზე შენარჩუნდა (€30-40/მეგავატ-საათის ფარგლებში). მთლიანობაში, ევროპის გაზის ბაზარი გამოირჩეოდა საკმარისად მაღალი მარაგების დონეებით, სტაბილური შემოდინებებით და შემცირებული მოთხოვნით - მკვეთრი კონტრასტი 2022 წლის კრიზისულ პირობებთან.
1760343079
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ ₾30 მლნ-ის ობლიგაციები განათავ...
1759909113
ნიკორა ₾60 მლნ-ს ობლიგაციებით მოიზიდავს
1759239241
თურნავამ SWIFT-ს წევრი ჯგუფების თბილისში მასპინძლობა შესთავაზა
1759399320
BOG-ის პარტნიორმა პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა
1759157758
სექტემბერი საპენსიო ფონდისთვის წლის მეორე "საუკეთესო თვე" აღმოჩნდა
1759926200