თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 6–10 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან, როგორც წინა კვირასთან, ასევე წინა თვესთან შედარებით, მცირედ მინუსში მხოლოდ თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციებია. 

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 77.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.37% წინა კვირასთან შედარებით და +1.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 190 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.70 - 79.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 57 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1% წინა კვირასთან შედარებით და -0.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 355 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.30 - 45.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 115 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.00% წინა კვირასთან შედარებით და 0.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 172 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.20 - 24.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.