თბილისი (GBC) - სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 7 ოქტომბერს მიანიჭა. შედეგად, საქართველო იტალიის ქალაქ ვენეციას საჰაერო გზით დაუკავშირდება.
ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან შეასრულებს. სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, Wizz Air ვენეციიდან ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს განახორციელებს.
დღეის მდგომარეობით, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air საქართველოდან 23 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 72 სიხშირით ოპერირებს.
მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით, ავიაკომპანიამ 1 075 585 მგზავრი გადაიყვანა და ამ მონაცემებით საავიაციო ბაზრის ლიდერია.