თბილისი (GBC) - G&T-მა 120 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში, "ნიკორას" პირველ  ₾60 მილიონიან, 5 წლიანი ობლიგაციების ემისიაზე განაცხადა. განაკვეთი 12%-მდეა ( TIBR 3M-ს + 350 საბაზისო პუნქტი). ბროკერი ინვესტორების დიდ ინტერესზე აცხადებს. მათ შორისაა საპენსიო ფონდიც.

₾60 მლნ - დან (I ტრანში)

●  35 მლნ ლარით რეფინანსირდება წინა ემისია, 2022-ის (28/11). ობლიგაციები წარმოადგენს „კომპანიის“ პირდაპირ არაუზრუნველყოფილ ვალდებულებებს, რომლებიც რიგითობით უთანაბრდება ერთმანეთს და კომპანიის ყველა სხვა არაუზრუნველყოფილ და არასუბორდინირებულ ვალდებულებას

●  25 მლნ ლარი მიემართება მრავალფუნქციური ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე.

● ობლიგაციების  განაკვეთი შესაძლოა შეიცვალოს რეიტინგის ცვლილებისას. მასთან პროსპექტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 29 აგვისტოს, სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings-მა უცვლელად, BB- კატეგორიით განსაზღვრა კომპანიისა და არაუზრუნველყოფილი არასუბორდინირებული ინსტრუმენტის საკრედიტო რეიტინგი, ხოლო კომპანიის საკრედიტო რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა შეიცვალა უარყოფითით.

ვინაიდან რეიტინგი განახლდა სებ-ში პროსპექტის წარდგენამდე. 2025 წლის 2 სექტემბერს დამტკიცებულ პროსპექტში შევიდა ცვლილება და 2025 წლის 19 სექტემბერს დამტკიცდა განახლებული ვარიანტი.

არსებითი ცვლილების ჭრილში,პროსპექტში დაკორექტირდა პუნქტები. ემიტენტის რეიტინგსა და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებზე. რისკი 5.16 – „კომპანიის“ საკრედიტო რეიტინგის შემცირებამ შესაძლოა შეზღუდოს ახალ სასესხო საშუალებებზე მოლაპარაკებების ან სასესხო კაპიტალის ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობა და გაზარდოს სესხის აღების ხარჯები ან  უარყოფითად იმოქმედოს კრედიტორებთან ურთიერთობაზე“.

ნიკორა ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით კვების ინდუსტრიაში ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და საცალო მოვაჭრეა. იგი 1998 წელს დაარსდა. კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანიები საცალო ვაჭრობის, კვების პროდუქციის წარმოების, სასმელების და ნედლეულის იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით ოპერირებენ.