თბილისი (GBC) - ბერმუდაში რეგისტრირებულმა საინვესტიციო ჰოლდინგმა FIL Limited, TBC Bank Group PLC-ში (TBC PLC) საკუთარი წილი 6.022%-დან 6.061%-მდე გაზარდა. ტრანზაქცია დუბლინში, 30 სექტემბერს განხორციელდა. 

წილობრივი მაჩვენებლების დინამიკა:

ტრანზაქციის შედეგად, FIL Limited -ის საერთო ხმის უფლება 3,385,092 აქციიდან 3,395,861 აქციამდე გაიზარდა. აქედან არაპირდაპირი ხმის უფლება 2,804,048 (წინა მდგომარეობით - 2,818,956  აქცია), მის კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების მეშვეობით, ხოლო 591,813  (წინა მდგომარეობით - 566,136) ხმის უფლება კი მას CFD მექანიზმით აქვს.

შეგახსენებთ, რომ CFD არის დერივატიული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორს საშუალებას აძლევს ისარგებლოს აქციის ფასის ცვლილებით მისი უშუალოდ ფლობის გარეშე.