თბილისი (GBC) – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ახლა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ამის შესახებ უწყება 2 ნოემბერს, X-ზე წერს და იქვე უთითებს, რომ დროებით რწმუნებულს მკაფიო გზავნილი გადასცეს, „საქართველოს ხელისუფლების მიერ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს”.

24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაიბარეს.

მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, რომ ფიშერს „ვენის კონვენცია“ შეახსენა და განუმარტა, რომ ელჩი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს.

საგარეოს განცხადებით, ქართულმა მხარემ ელჩთან შეშფოთება გამოხატა „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობებთან“ დაკავშირებით.

უწყების დატოვების შემდეგ პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ მან უარყო მის მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები და რომ "გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გაურესებაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეკისრებათ".