TI: 2022 წლის ბოლოს „იმედის“ დავალიანება ივანიშვილის კომპანიების მიმარ...
TI Georgia-ს ინფორმაციით: ბიძინა
ივანიშვილი "იმედს" მინიმუმ
2018 წლიდან აფინანსებს. 2022
წლის ბოლოს "იმედის"
სასესხო დავალიანება
ბიძინა ივანიშვილის
კომპანიების მიმართ
მინიმუმ ₾61 მლნ იყო. "ქართუ
ჯგუფთან" დაკავშირებულ
სხვა კომპანიებთან ერთად
დავალიანება ₾165 მლნ-ს
აღწევს, რაც იმედის
დაფინანსების 50%-ია. "იმედის"
დაფინანსება შეღავათიანი
სესხებით ხდება. 2023 წელს
ტელეკომპანიას ₾331 მლნ-ის
სესხი ჰქონდა აღებული.
სესხის 2 მთავარი გამცემი
ბიძინა ივანიშვილი და
ირაკლი რუხაძე არიან
(დაკავშირებული
კომპანიების საშუალებით).
კომპანია ზარალზე მუშაობს.
2023 წლის ბოლოს, მას 388 მლნ
ლარის ზარალი ჰქონდა
დაგროვილი."ქართული
ოცნების მთავარი
პროპაგანდისტული
საშუალება – ტელეკომპანია
„იმედი“ ხშირად
პოზიციონირებს, როგორც
დამოუკიდებელი სარედაქციო
პოლიტიკის მქონე კერძო
ტელევიზია. ამავე დროს,
მისი მფლობელი ირაკლი
რუხაძე აღიარებს, რომ
ტელეკომპანიის სარედაქციო
პოლიტიკას ის
განსაზღვრავს და რომ ის
„ქართული ოცნების“
პარტიულ მიზნებს ემთხვევა.
შპს „ტელეიმედის“ 100%-ს შპს
„ჯორჯიან მედია პროდაქშენ
ჯგუფი“ ფლობს, რომლის
მფლობელი ნიდერლანდებში
რეგისტრირებული კომპანია
„მედია ფაინენს გრუპ“ არის.
2023 წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით, „მედია
ფაინენს გრუპის“ საბოლოო
მფლობელები კი ირაკლი
რუხაძე, ბენჯამინ ალბერტ
მარსონი და იგორ ალექსეევი
არიან.„ტელეიმედი“
ზარალზე მომუშავე
კომპანიაა. მისი ფინანსური
ანგარიშის მიხედვით, 2023
წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით 388 მლნ ლარის
დაგროვილი ზარალი ჰქონდა.
2018 წელს, როდესაც პირველად
გასაჯაროვდა „ტელეიმედის“
ფინანსური ანგარიში,
კომპანიას უკვე 170 მლნ ლარის
დაგროვილი ზარალი
ჰქონდა.ზარალის დასაფარად
„ტელეიმედი“ მისი
მფლობელებისა და მათთან
დაკავშირებული
კომპანიებისგან წლიდან
წლამდე იღებს შეღავათიან
სესხებს, რომელთა
დაბრუნებას „ტელეიმედს“
არავინ სთხოვს. ამას
კომპანია თავად აღნიშნავს
მის ფინანსურ ანგარიშებში.
2023 წლის ფინანსურ ანგარიშში
(გვერდი 22)
ვკითხულობთ:„მიმდინარე
ვალდებულებების
მნიშვნელოვანი ნაწილი
წარმოდგენილია ისეთი
კომპანიებისგან აღებული
სესხებით, რომლებიც
კომპანიის აქციონერები და
მათი ჯგუფის წევრები არიან.
კომპანიის ხელმძღვანელობა
არ მოელის, რომ აღნიშნული
კრედიტორები მოითხოვენ
სესხების დაფარვას ისე, რომ
„ტელეიმედს“ლიკვიდურობის
პრობლემა შეექმნას”.2018 წელს
„ტელეიმედს“ 141 მლნ ლარის
სესხი ჰქონდა აღებული, ხოლო
2023 წელს უკვე 331 მლნ ლარი. ამ
თანხის უმეტესი ნაწილი
კომპანიის ერთ-ერთი
საბოლოო ბენეფიციარი
მფლობელის, ირაკლი რუხაძის
კომპანიებისგან მოდის.
თუმცა, ფინანსური
ანგარიშების ანალიზმა
აჩვენა, რომ იმავე სქემით,
„ტელეიმედის“
დამფინანსებელთა შორის
ბიძინა ივანიშვილთან
დაკავშირებული
კომპანიებიც არიან, ბოლო
მონაცემებით (2022 წელი): სს
„ბანკი ქართუ“ - 44.8 მლნ ლარი
შპს „ქართუ ჯგუფი“ - 6.9 მლნ
ლარი Wenigen Management Limited - 9 მლნ ლარი
2018 წლის ბოლოს „ტელეიმედს“
ბიძინა ივანიშვილთან
დაკავშირებული
კომპანიებისგან 15 მლნ
ლარამდე სესხი ჰქონდა
მიღებული, კერძოდ „ქართუ
ბანკისგან“ 8.1 მლნ ლარი და
Wenigen Management Limited-სგან 6.8 მლნ ლარი.
2022 წლის ბოლოს „ტელეიმედის“
სასესხო დავალიანება
ბიძინა ივანიშვილთან
დაკავშირებული
კომპანიების მიმართ 61 მლნ
ლარამდე იყო. ტელევიზიას
ყველაზე მეტი ვალი – 45 მლნ
ლარამდე „ქართუ ბანკის“
მიმართ ჰქონდა. 9 მლნ ლარის
სესხი ჰქონდა Wenigen Management
Limited-სგან და 7 მლნ ლარის
სესხი შპს „ქართუ
ჯგუფისგან“. 2018 წელს ბიძინა
ივანიშვილთან
დაკავშირებული
კომპანიების სესხის წილი
მთლიან სესხებში 10% იყო,
ხოლო 2022 წელს 21%.2023 წლის
ფინანსურ ანგარიშში
„ტელეიმედის“ სესხები
აღარ არის ჩაშლილი
კრედიტორების მიხედვით.
თუმცა, აღნიშნულია, რომ 2023
წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით არსებული
მიმდინარე
ვალდებულებებიდან (331 მლნ
ლარი) მნიშვნელოვანი
ნაწილი (274 მლნ ლარი)
„ტელეიმედის“
აქციონერებისგან და
მათთან დაკავშირებული
კომპანიებისგან აღებული
სესხებია.მონაცემთა წყარო:
„ტელეიმედის“ წლიური
ფინანსური
ანგარიშებიბიძინა
ივანიშვილთან პირდაპირ
დაკავშირებული კრედიტორი
კომპანიებისს „ბანკი
ქართუ“სს „ბანკი ქართუს“ 100%
წილის მფლობელი ფონდი
„ქართუ“ არის, რომელსაც,
თავის მხრივ, მფლობს სს
„ქართუ ჯგუფი“; ამ
უკანასკნელის საბოლოო
მფლობელი, 2025 წლამდე, ბიძინა
ივანიშვილის შვილი უტა
ივანიშვილი იყო. 2025 წლის
დასაწყისში შეიცვალა
მფლობელობის სტრუქტურა,
სავარაუდოდ ბიძინა
ივანიშვილზე დაწესებული
სანქციებისგან
კომპანიების დაცვის
მიზნით; დღეის
მდგომარეობით უტა
ივანიშვილი სს „ქართუ
ჯგუფის“ 35%-ს ფლობს, ხოლო
დანარჩენი წილები სულ
მცირე 14 უცნობ პირზეა
გადანაწილებული.2018 წელს
„ტელეიმედს“ სს „ბანკი
ქართუსგან“ 8 მლნ ლარის
სესხი ჰქონდა აღებული. 2022
წლის მონაცემებით
ბანკისადმი დავალიანება 44.8
მლნ ლარამდე იყო
გაზრდილი.შპს „ქართუ
ჯგუფი“შპს „ქართუ ჯგუფის“
100% წილის მფლობელი ასევე
ფონდი „ქართუა“,
შესაბამისად, „ქართუ
ბანკის“ მსგავსად,
კომპანიის საბოლოო
მფლობელი 2025 წლამდე ბიძინა
ივანიშვილის შვილი უტა
ივანიშვილი იყო; დღეის
მდგომარეობით კი წილები
განაწილებულია უტა
ივანიშვილსა (35%) და სულ
მცირე 14 უცნობ პირს
შორის.„ტელეიმედმა“
„ქართუ ჯგუფისგან“ სესხი
პირველად 2020 წელს მიიღო 7.1
მლნ ლარის ოდენობით. 2022 წლის
ბოლოს დავალიანება 6.9 მლნ
ლარამდე იყო
შემცირებული.Wenigen Management
Limited„ტელეიმედის“
ფინანსური ანგარიშების
მიხედვით Wenigen Management Limited
ტელევიზიის მფლობელებთან
დაკავშირებული კომპანიაა.
თუმცა, „საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველოს“ 2022 წლის
კვლევის მიხედვით, Wenigen Management
Limited ბიძინა ივანიშვილთან
დაკავშირებული ოფშორში
რეგისტრირებული
კომპანიაა, რომელიც 2018-2019
წლებში ფონდ „ქართუს“
აფინანსებდა. 2018 წელს
„ტელეიმედს“ Wenigen Management
Limited-სგან 6.8 მლნ ლარის სესხი
ჰქონდა აღებული. 2022 წლის
მონაცემებით კი სესხის
მოცულობა 9 მლნ ლარამდე იყო
გაზრდილი.შპს „ამბერი“ –
„ქართუ ბანკთან“ / ბიძინა
ივანიშვილთან
დაკავშირებული კიდევ ერთი
კომპანია?შპს „ამბერი“
„ტელეიმედის“ მსხვილი
კრედიტორია. ის 2018 წლიდან
აფინანსებს ტელევიზიას და
2022 წლის ბოლოს 105 მლნ ლარის
სესხი ჰქონდა გაცემული.
რადგან „ამბერის“ სახელი
ფინანსურ ანგარიშებში
ქართულად წერია, ის
სავარაუდოდ საქართველოში
რეგისტრირებული კომპანია
უნდა იყოს. ფინანსურ
ანგარიშებში არ არის
მოცემული კომპანიის
საიდენტიფიკაციო კოდი,
„ამბერი“ კი ათზე მეტ
კომპანიას ჰქვია. აქედან
გამომდინარე კომპანიის
ზუსტი იდენტიფიცირება ვერ
მოხერხდა. თუმცა,
„ტელეიმედის“ 2022 წლის
ფინანსურ ანგარიშში
აღნიშნულია (გვერდი 22), რომ
„ამბერი“ ტელევიზიის
მფლობელებთან და მათი
ჯგუფის წევრებთან
დაკავშირებული
კომპანიაა.ჩვენ
შევისწავლეთ 2018 წლამდე
რეგისტრირებული ყველა
კომპანია, რომელსაც
„ამბერი“ ჰქვია. მაღალი
ალბათობით ტელევიზიას 2018
წლის 17 ოქტომბერს
რეგისტრირებული შპს
„ამბერი“
(საიდენტიფიკაციო ნომერი
400251758) აფინანსებს, რომლის 100%
წილის მფლობელი იაკობ
გოგოლაძეა. ერთ-ერთი
სპორტული ვებსაიტის
მიხედვით, იაკობ გოგოლაძე
ფუტსალის გრანდ ლიგაში
„ბანკი ქართუს“ გუნდში
თამაშობს. სოციალურ
მედიაში მის მიერ
გამოქვეყნებული პოსტის
მიხედვით, ის „ბანკი
ქართუს“ გუნდში 2019 წელსაც
თამაშობდა.სს „ქართუ
ჯგუფის“ 2018 წლის ფინანსურ
ანგარიშში აღნიშნულია, რომ
„ქართუ ჯგუფმა“ 2018 წლის 18
ოქტომბერს 2.8 მლნ ლარის
სესხი მისცა შპს „ამბერს“.
ჩვენს მიერ
იდენტიფიცირებული
„ამბერი“ კი ერთი დღით ადრე
დარეგისტრირდა, რაც
მიანიშნებს, რომ სესხი
სწორედ ამ კომპანიამ მიიღო.
თავის მხრივ, 2018 წელს
„ამბერმა“ „ტელეიმედს“
დაახლოებით იგივე
მოცულობის თანხა - 2.9 მლნ
ასესხა. „ქართუ ჯგუფმა“
ამბერს 2.9 მლნ ლარის სესხი 2019
წელსაც მისცა, რომელმაც
შემდეგ „ტელეიმედი“
დააფინანსა.ეს სქემა აჩენს
ეჭვს, რომ შპს „ამბერიც“
რეალურად ბიძინა
ივანიშვილთან
დაკავშირებული კომპანიაა,
რომლის საშუალებითაც
ივანიშვილი იმაზე მეტ
თანხას დებს იმედში, ვიდრე
ზემოთ ნახსენები სამი
კომპანიის საშუალებით.
ასეთ შემთხვევაში, ბიძინა
ივანიშვილთან
დაკავშირებული
კომპანიების მიერ
„იმედის“ დაფინანსების
წილი 56%-მდე იზრდება.ცხრილი 1.
შპს „ტელეიმედის“ სესხები,
31 დეკემბრის მდგომარეობით,
მლნ ლარიინფორმაციის
წყარო: „ტელეიმედის“
წლიური ფინანსური
ანგარიშებიPs Capital Lux
S.A.R.L„ტელეიმედის“
ფინანსური ანგარიშების
მიხედვით, Ps Capital Lux S.A.R.L
ტელევიზიის
მესაკუთრეებთან
დაკავშირებული კომპანიაა.
Ps Capital Lux S.A.R.L ლუქსემბურგში
არის რეგისტრირებული და
მისი მფლობელი ბრიტანეთის
ვირჯინიის კუნძულებზე
რეგისტრირებული კომპანია
Park Street Capital LP-ია. აღნიშნული
კომპანია 2021 წლიდან
აფინანსებს „ტელეიმედს“
და 2022 წლის ბოლოს ყველაზე
მსხვილი დამფინანსებელი
იყო. ტელევიზიის
დავალიანება მის მიმართ 126
მლნ ლარი იყო", - წერს TI.
1759319051