თბილისი (GBC) - მიკრობანკი „კრისტალი“ საერთაშორისო კონკურისის Gender and Green Innovation Awards 2025 - ის გამარჯვებული გახდა.
კონკურსი ორგანიზებული იყო აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მიერ, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის მიმართულებით გამორჩეული ინიციატივების აღიარება იყო.
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა. აქედან, გამარჯვებული სულ 10 კომპანია გახდა. სწორედ ამ 10 გამარჯვებულ კომპანიას შორისაა მიკრობანკი “კრისტალი”, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მაღალ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ინოვაციურ მიდგომას.
შეფასების კრიტერიუმი იყო ინოვაციურობა, სისტემური მიდგომა, კორპორაციული სოციალური გავლენა და მნიშვნელოვანი წვლილი გენდერული და მწვანე განვითარების მიმართულებით.
„კრისტალისთვის ეს გამარჯვება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ადასტურებს, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სცდება მხოლოდ საბანკო მომსახურებას და პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე და გარემოზე. გვჯერა, რომ ფინანსურ სექტორს შეუძლია ითამაშოს უდიდესი როლი გენდერული თანასწორობისა და მწვანე ინოვაციების გზაზე. ეს გამარჯვება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვმატებს იმისთვის, რომ ავაგრძელოთ ინოვაციური ნაბიჯები და ვიყოთ სანდო პარტნიორი საზოგადოების, ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში,” - აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია.
CAREC-ის შესახებ:
Central Asia Regional Economic Cooperation (CAREC) წარმოადგენს მრავალმხრივ პარტნიორობას, რომელიც აერთიანებს ცენტრალურ აზიისა და მეზობელი ქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას, რეგიონულ თანამშრომლობასა და მდგრად ინიციატივებს. CAREC-ის კოორდინაციას ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი (ADB).
აღსანიშნავია, რომ „კრისტალს“ უკვე აქვს წარმატებული გამოცდილება ADB-თან თანამშრომლობის მიმართულებით: 2023 წელს კომპანიამ გამოუშვა 25 მილიონი ლარის გენდერული ობლიგაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქალ მეწარმეთა მხარდაჭერას საქართველოში.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია CAREC-ის ოფიციალურ პლატფორმებზე:
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებლებით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.