თბილისი (GBC) – აშშ–სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ოქროს საბირჟო ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. ნიუ–იორკის ბირჟაზე Comex ოქროს დეკემბრის ფიუჩერსების ფასი უნციაზე $84–ით გაიზარდა და $4 084–ს ასცდა.

ვერცხლიც გაძვირდა 4,57%–ით და დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა უნციაზე $49–ს გადააჭარბა.

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირველი ნოემბრიდან ჩინურ პროდუქციას 100$–ით დაბეგრავს.