თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 7.6%-ით გაიზარდა და 1332 ლარი შეადგინა.

2024 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 32.4%-ით ნაკლებია.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2024 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება  - 2 128 ლარი
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 069 ლარი
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 983 ლარი
  • მშენებლობა - 1 943 ლარი
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 1 919 ლარი

2024 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი  საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.