თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 4.1%-ით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3%-ით;
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7%-ით;
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.5%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.8%-ით.

2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6%-იანი ზრდით, რამაც 0.35 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.1%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 17.2%-იანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.1%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 2.06 და 1.12 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 28.1%-ით.