თბილისი (GBC) - G&T-მა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის სექტორის შესახებ კონფერენცია გამართა და , ბაზრის კომპლექსური კვლევა წარადგინა.  

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და სხვა დაინტერესებულები, სასაწყობე ბაზრის საინვესტიციო შესაძლებლობებით.

გაიმართა წარმომადგენლობითი (Tbilisi Logistics Center, Nikora Management Group, Sharm Trading, JAY Warehouse და LSG Solutions) პანელური დისკუსია.

საქართველოს სასაწყობე ბაზარზე დღემდე არ არსებობდა ერთიანი მონაცემები, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევდა ინფორმაციას ფართის მოცულობაზე, ხარისხზე, ქირის დინამიკაზე, საკუთრების სტრუქტურასა და არსებულ საწყობებში გამოყენებულ ლოგისტიკურ მოდელებზე. ეს კი ართულებდა როგორც ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ისე პროექტების დაფინანსების შეფასებას. აღნიშნული კვლევა ამ საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა.

კვლევის მიხედვით, 2025 წელს თბილისში სასაწყობე ფართი 1.26 მლნ მ² იყო, მ.შ. > 80% დაბალი კლასის საწყობები. გაზრდილია ქირა 6.3 -მდე (1 მ²) ,2022 წლიდან 60%-ით.

G&T-ისს პროგნოზით, 2027 წლის ბოლომდე მიწოდება 31%-ით გაიზრდება. დაგეგმილი პროექტების 85% სამგორსა და თბილისის შემოსასვლელებშია კონცენტრირებული. გაზრდილი მიწოდების ფონზე  ქირის სტაბილიზაციაა მოსალოდნელი.

ბოლო წლებში გაზრდილმა ქირამ კომპანიების ნაწილს საკუთარი საწყობების მშენებლობისკენ უბიძგა. კვლევის შეფასებით, ეს ნაბიჯი A კლასის საწყობისთვის ფინანსურად მიზანშეწონილია მინიმუმ 7,000 კვ.მ სტაბილური და გრძელვადიანი მოთხოვნის შემთხვევაში. დაბალი კლასის შემთხვევაში ეს ნიშნული უფრო დაბალია. ამის ფონზე, საბითუმოდ მოვაჭრე სექტორთან ერთად, FMCG და ელექტრონიკის სექტორის კომპანიებიც გადადიან ცენტრალიზებულ სადისტრიბუციო მოდელებზე მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის გასაზრდელად.

მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) წილი თბილისში ჯერ კიდევ მხოლოდ 8%-ია, თუმცა ზრდის პოტენციალი რეალურია - განსაკუთრებით ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხოვნის ზრდისა და უცხოური კომპანიების ბაზარზე შემოსვლის კვალდაკვალ.

„საქართველოს სასაწყობე ბაზარი ბოლო წლებში შეიცვალა, მაგრამ ამ ცვლილებების სრული სურათი ხელმისაწვდომი არ იყო. ეს კვლევა სწორედ ამ დანაკლისის შევსების მცდელობაა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ გალტ & თაგარტი გლობალურმა გამოცემა Euromoney-იმ კვლევების მიმართულებით ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ხარისხის, სიღრმისეული კვლევები და ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ანალიტიკური ინფორმაციის გაზიარება არის ის, რამაც გალტ & თაგარტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ბიზნესს, ინვესტორებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს მივაწოდოთ სანდო, კომპეტენტური და პრაქტიკული ანალიზი, რომელიც მათ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება“, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

კვლევაზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გალტ & თაგარტის ვებგვერდს.

(R)