თბილისი (GBC) – აზერბაიჯანში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, 87 წლის რამიზ მეხტიევი დააპატიმრეს. მეხტიევი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატს და ქვეყანაში „რუხ კარდინალად“ მიიჩნეოდა. 

მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება, მათ შორის სახელმწიფოს ღალატისთვის რუსეთის სასარგებლოდ. მის საქმეს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს.

აზერბაიჯანული მედია მეხტიევის რუსეთთან და რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირებზე წერს და აღნიშნავს, რომ მისი მიზანი იყო რესპუბლიკაში რუსეთის გავლენების გაძლიერება.

ასევე შეიძლება დააპატიმრონ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებში ალი გასანოვი. იგიც ითვლება აზერბაიჯანში რუსეთის პოლიტიკური გავლენების გაფართოების ლობისტად.