თბილისი (GBC) - ივნისში ნაღდ ფულზე მოთხოვნამ 147 მლნ ლარით მოიმატა და ლარის მასამ 7.3 მლრდ -ს გადააჭარბა. ცენტრალურიო ბანკის მიმოხილვით, 01.07.2026-ის მდგომარეობით,
სებ-ში ბანკების 6.7 მლრდ ლარის დეპოზიტებია, საიდანაც 4.8 მილიარდი სავალდებულო რეზერვებია. რეზერვები 800 მლნ-ითაა შემცირებული, რაც პრუდენციული ნორმის შემსუბუქებით იხსნება. როგორც იცით, მარეგულირებელმა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე ბანკებს ივნისიდან სარეზერვო მოთხოვნის განაკგვეთი 25%-დან 20%-მდე შეუმცირა.
ივნისში რეფინანსირების სესხები 105 მილიონით შემცირდა და ნაშთი, 1 ივლისისთვის 395.5 მლნ-ს არ აღემატება ერთთვიანი სესხებზეც 503 მილიონია.
