თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ს (TBC PLC) დირექტორთა საბჭომ 2Q25-ის დივიდენდის შესახებ განაცხადა. ჯგუფი თითო ჩვეულებრივ აქციაზე ₾1.75 ლარს გადაიხდის. 

კვარტალური დივიდენდი თითო ჩვეულებრივ აქციაზე ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში გაიცემა.  დივიდენდის გადახდა განხორციელდება 2025 წლის 21 ნოემბერს იმ აქციონერთათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან კომპანიის წევრთა რეესტრში 2025 წლის 24 ოქტომბრისთვის.

გადახდისას გამოყენებული ₾/£ კონვერტაციის კურსი საქართველოს ეროვნული ბანკის საშუალო გაცვლით კურსზე იქნება დაფუძნებული, რომელიც დადგინდება 2025 წლის 27 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით (5 დღის საშუალო). დივიდენდის გადასახდელი კურსის დადგენის თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 31 ოქტომბერი.

“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენმა ძლიერმა მომგებიანობამ და კაპიტალის მყარმა პოზიციამ საბჭოს საშუალება მისცა, 2025 წლის მეორე კვარტალში გამოეცხადებინა კვარტალური დივიდენდი ₾1.75-ის ოდენობით აქციაზე, რითაც 1H25-ის გადახდა ₾3.25 ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ჩვენ გამოვაცხადეთ 75 მილიონი ლარის ოდენობის აქციების უკან გამოსყიდვის შესახებ, რომელიც აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება, რაც ჩვენი ვალდებულების ნიშანია აქციონერებისთვის ჭარბი კაპიტალის დაბრუნების შესახებ“, - აცხადებს TBC PLC-ის CEO ვახტანგ ბუცხრიკიძე.