თბილისი (GBC) - ბანკების პორტფელში სავალუტო სესხების წილი, აპრილის მდგომარეობით, 44%-ის ფარგლებია. წლიური ზრდის ტემპი კი სების ინტერაქციული სტატისტიკით 14%-ის ფარგლებშია.

საფინანსო ბაზრისთვის დოლარიზაცია კვლავ რისკად რჩება, ზედამხედველისთვის კი პრიორიტეტად – დედოლარიზაცია.

სების ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით უტიაშვილის ინფორმაციით, სწორედ დოლარიზაციის მოთოკვას ემსახურება სავალუტო დაკრედიტების ₾300 000-იანი ზღვრის, 400 000 ლარამდე გაზრდა.

არაჰეჯირებული კლიენტი, რომელიც იანვრიდან უკვე ვეღარ იღებს  >200 000 ლარის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, 1 მაისიდან 300 000 ლარიდანაც ვეღარ აიღებს.

დავით უტიაშვილის განმარტებით, რეგულატორის ეს ნაბიჯი, წლიურად, სავალუტო სესხების გაცემებს $150 მლნ-ით შეამცირებს, წინა აწევა, კი $180 მლნ-იან კლებაზე იყო გათვლილი.

აღნიშნულ მიზანზე სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა "ბიზნესი რუსთავი 2-ის" ეთერშიც განაცხადა.

აღნიშნა, რომ სავალუტო დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპი არ მიიჩნევა მდგრადად და სებ-ისთვის არ არის საკმარისი. ამასთან მისი თქმით, ლარის სასესხო განაკვეთები იმდენად შემცირებულია, რომ სავალუტო მსესხებლისთვის გალარება მიმზიდველი ხდება, რადგან სასესხო ტვირთი არ უმძიმდება. მითუმეტეს, გლობალურად მაღალი სავალუტო განაკვეთების პირობებში.

ევროპის ცენტრალურ ბანკს და აშშ-ს ფედრეზერვს კი აქვს დაანონსებული განაკვეთის შემცირება, თუმცა ბიჯი იმდენად მცირე იქნება, რომ სავალუტო სესხის მიმზიდველობას ვერ გაზრდის. მონეტარული პოლიტიკის შერბილება სასესხო განაკვეთს 2 ნლის წინანდელ ნიშნულზე ვერ დააბრუნებს (2020-2021 ევროში -4-6%; აშშ დოლარში 7-9% იყო).

რუსთავი 2-ზე უტიაშვილმა განაცხადა, რომ დედოლარიზაციის საჭიროებაზე, ზედამხედველს სექტორიც ეთანხმება, იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი რეგულაცია ბანკებისთვის ტრადიციულად  არასდროსაა მოსაწონი. მაღალი დოლარიზაცია სექტორისთვისაც დიდი რისკია.

ამასთან, სებ-ი გააგრძელებს ბაზრის დაკვირვებას, ₾100 000-ით გაზრდილი ზღვრის პირობებშიც, რასაც იანვრიდან უკვე აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში, ან კიდევ გაზრდის ან შეამცირებს.