თბილისი (GBC) – ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისული მაშველები დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

ინციდენტი დღეს, 28 მარტს მოხდა და ოფიციალური ინფორმაცია სხვა დეტალებზე ჯერ არ ვრცელდება.

თვითმხილველები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაკარგული ადამიანი ზვავმა მოიყოლა და იგი ადგილობრივია.