თბილისი (GBC) - ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს. 

„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადობის გაძლიერებისთვის და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელიც ქვეყანას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრის ქმედებების გამო აქვს“, ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მეთაურები ბრიუსელში ორდღიან სამიტს მართავენ. ევროკავშირის სამიტის მთავარი თემა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა და ევროპის სამხედრო მრეწველობის გაძლიერებაა.