თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის 2 იურიდიული პირი (სსიპ) ფუძნდება. შესაბამის დადგენილებებს ხელი  ირაკლი კობახიძემ 18 ივნისს მოაწერა.

იქმნება გასტრონომიის ეროვნული და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოები. ორივე უწყების მაკონტროლებელი იქნება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს.

შესაბამისი დებულებები მალე დამტკიცება და უწყებები დაკომპლექტდება . სამართლებრივი აქტები ძალაში 20 ივლისიდან შედის.

ამ ეტაპზე სამინისტროში ზუსტდება ახალი სსიპ-ების შექმნის კონკრეტული მიზეზები, სტრატეგიული მიზნები და ბიუჯეტი, ახალი სტრუქტურებისთვის.