თბილისი (GBC) – მთავრობის ორშაბათის სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC)  გაემგზავრა, რომელიც 29-31 მაისს გაიმართება.

მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმის ფარგლებში ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.