თბილისი (GBC) – ანგარიშში „ტერორიზმის გლობალური ინდექსი 2024“ ტერორისტული საფრთხეების მიხედვით ქვეყნების მორიგი რეიტინგია წარმოდგენილი. მათ შორის, ნულოვანი საფრთხით, საქართველო ბოლო, 89–ე ადგილზეა, აზერბაიჯანთან ერთად. მეზობელი სომხეთი რეიტინგში 76–ე ადგილზეა 0,423 ქულით.

ტერორისტული საფრთხეების მხრივ რეიტინგს ლიდერობენ ბურკინა-ფასო (8,572), ისრაელი (8,143), მალი (7,998), პაკისტანი (7,916), სირია (7,89) და ავღანეთი (7,825).

რეიტინგში ირანი 26–ე ადგილს იკავებს, თურქეთი – 29–ე, აშშ – 30, რუსეთი – 35, საფრანგეთი – 38, ნორვეგია – 53, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 79, ლიეტუვა – 87.

აღნიშნული რეიტინგი ტერორისტული ინციდენტების რთულ გაანგარიშებებზეა დაფუძნებული, მათ შორის დაღუპულების რაოდენობა, შედეგების სიმძიმე, მძევლები, ტერორიზმთან ბრძოლა, ტერორიზმის გამოძიების ეფექტიანობა და სხვა ბევრი მაჩვენებელი.