თბილისი (GBC) – ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) საქართველოს პარლამენტში ე.წ. რუსული კანონის –  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას აფასებს და ქართულ საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაუშვას ასეთი მოპყრობა და გაუფრთხილდნენ თავისუფლებას.

„როგორც წესი, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ. პირველ რიგში, კომპლექსი მაქვს, რომ „ნამდვილი ქართველი“ არ ვარ – ენაც კი არ ვიცი. მეორე – მე თან რუსი მწერალი ვარ და ნებისმიერი ჩარევა სხვის საქმეებში ასეთ ვითარებაში „იმპერიულობის გამოვლინებად“ აღიქმება.

მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. მე საქართველოში გავიზარდე. მე „შვილი“ და „შალვოვიჩი“ ვარ. იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. და ჩემთვის საგანგაშოა იმის ყურება, როგორ მისრიალებს დემოკრატიული ქვეყანა იმავე დაღმართზე, საიდანაც უფსკრულში მოწყდა რუსეთი.

პოლიტიკური ოპოზიციისა და მკაცრი პრესის კიარა, პუტინიზმის უნდა გეშინოდეთ. გეშინოდეთ თავდასხმისა არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. სწორედ ეს ხდება ახლა. პუტინიზმს თქვენ სახლში ფესვების გადგმა სურს – თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით. ამ ინფილტრანტს მერე ვეღარ განაგდებთ. ის დაღრღნის საქართველოს. ვიცით, გაგვივლია. თავიდან „უცხოელი აგენტები“, შემდეგ „მეხუთე კოლონა“, ამის შემდეგ „ტერორისტები და ექსტრემისტები“, ბოლოს კი პუტინის რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.

ქართველებო, არ მისცეთ უფლება, ეს დაგმართონ. გაუფრთხილდით თავისუფლებას“, – წერს ბორის აკუნინი.