თბილისი (GBC) - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ირაკლი კობახიძემ გელა გელაძე წარადგინა.
გელა გელაძის კარიერა:
- 2023 - 2024 – ის იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
- 2018 - 2023 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი;
- 2016-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი;
- 2012-2016 – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;
- 2010-2012 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე.
უკვე ყოფილმა შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს, 28 მაისს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.