თბილისი (GBC) – პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს, სამშაბათს, 12:00 საათიდან განახლდება. პროტესტი დღესაც ორჯერადი იქნება და პარლამენტთან ხალხი საღამოს 19:00 საათზეც შეიკრიბება.

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, ხმაურის, ჩხუბის და პროტესტის ფონზე დაუჭირა მხარი.

პარლამენტთან ორშაბათს საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ბოლო ოფიციალური ცნობებით, პოლიციამ 14 მოქალაქე დააკავა.