თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, თელ-ავივი - თბილისის რეისით ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში 376 კაფსული სხვადასხვა დასახელების აკრძალული მედიკამენტი გამოავლინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.