თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4511 გემი, რომელთა 50.1% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 22.2% — თხევადი ტვირთმზიდი, 18.2% — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 9.5% ნაყარ ტვირთმზიდებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2.6-ჯერ მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 32.2%-ით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 12.8%-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი და 11.5%-ით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.2% პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.6% — თურქეთის, 10.2% — მალტის, 8.4% — ლიბერიის, დანარჩენი 46.6% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 16.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 56.8%-ს შეადგენდა.

2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 709.0 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 9.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.5 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 28.8% — თხევადი ტვირთი, ხოლო 18.7% — ნაყარი ტვირთი.