თბილისი (GBC) - PMCG კვლევითი ცენტრის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2025 წლის ივნისში jobs.ge-ზე 7 759 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 6.4%-ით მეტი, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.
თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში (+11.1%), ხოლო ძირითად კატეგორიებს შორის ყველაზე მცირე - ფინანსების კატეგორიაში (+2.6%). წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (+16%), ხოლო ყველაზე დიდი კლება – ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში (-10.3%).
2025 წლის აპრილიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, გამოქვეყნდა 21,626 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე დიდი, 15.4%-იანი, კლება დაფიქსირდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში.
Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა
კვლევის მიხედვით, 2025 წლის აპრილიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, 4,355 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია. 2025 წლის აპრილიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, 815 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7%-ით მეტია.
2025 წლის აპრილიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, 5 540 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია.
Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით