თბილისი (GBC) – ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე კიდევ ერთი უზბეკური ავიაკომპანია CENTRUM AIR იწყებს ოპერირებას. პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს ავიაკომპანია 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, 13 მაისიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს დღეისათვის Uzbekistan Airlines ასრულებს. ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით კვირაში სამჯერ დაფრინავს.