"ოცნებაში" საკუთარი ხელისუფლების "ანტიამერიკულობას" უარყოფენ
ოთხშაბათს, 21 მაისს,
თბილისის დროით 18:45 საათზე
ამერიკის შეერთებული
შტატების სახელმწიფო
მდივანმა მარკო რუბიო
ტრამპის მეორე ვადით
არჩევისა და ახალი
ადმინისტრაციის მოსვლის
შემდეგ საქართველოსთან
დაკავშირებით პირველ
განცხადება გააკეთა. მან
"ქართულ ოცნებას"
„ანტიამერიკული“
უწოდა.რუბიო აშშ-ის
კონგრესის ქვედა პალატის,
წარმომადგენელთა პალატის
საგარეო საქმეთა
კომიტეტის წინაშე სიტყვით
გამოდიოდა, როდესაც მას ჯო
უილსონმა (MEGOBARI აქტის
თანაავტორმა),
საქართველოსთან
დაკავშირებით ჰკითხა:
„თქვენი ხელმძღვანელობით
სახელმწიფო დეპარტამენტში
რა გაკეთდება ისეთი, რაც
სახელმწიფო დეპარტამენტს,
ქართველი ხალხის სახელით,
ანტიამერიკული “ქართული
ოცნებისთვის” რეალური
ფასის დაწესებაში
დაეხმარება?”ამ კითხვის
დასმამდე, კონგრესმენმა
უილსონმა ჯერ ისაუბრა
საქართველოს 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნების
"გაყალბებაზე“, ჩინეთის
ინტერესების სანაცვლოდ
ამერიკულ მხარესთან
ორგანიზაციების
ასოცირების
„კრიმინალიზაციაზე“ და
მიმდინარე საპროტესტო
დემონსტრაციებზე.რუბიომ
პასუხი არ დააყოვნა,
"ვარიანტები და დამატებით
ვარიანტები
განიხილება".რუბიოს თქმით,
დღეს მას არ აქვს
განცხადება იმის თაობაზე,
კონკრეტულად რის
გაკეთებას გეგმავს
აშშ.ასევე რუბიომ თქვა, რომ
შტატებმა რეგიონულ
ბიუროებს და ლოკალურ ოფისს
უნდა მიმართოს, რომ
სახელმძღვანელო მიიღონ -
"ანტიამერიკული
მთავრობისთვის ყველაზე
საგრძნობი ზომები რა
შეიძლება იყოს”.“ჩემს
შესავალ სიტყვაში რაც
ვთქვი, იმას რომ
დავუბრუნდეთ, შეერთებული
შტატების მიზანი ჩვენი
ეროვნული ინტერესებია. ასე
რომ, ამას შევხედავთ და
საკუთარ თავს ვკითხავთ:
“ჩვენი ეროვნული
ინტერესია, რომ მსოფლიოს
მნიშვნელოვან ნაწილში
ანტიამერიკული მთავრობა
მმართველობდეს?” და თუ არა,
შესაბამის ქმედებებს
განვახორციელებთ, რათა
ფასის გადახდა მოუწიოს ამ
მთავრობას.ეს ამჟამად
განიხილება, ვარიანტებს და
დამატებით ვარიანტებს
განვიხილავთ. კონკრეტულად
დღეს განცხადება არ მაქვს,
თუ კონკრეტულად რის
გაკეთებას ვგეგმავთ,
მაგრამ შემიძლია გითხრათ,
რომ ეს ისეთი რამეა, რაც
განიხილება.და, კიდევ
ერთხელ, ეს შესანიშნავი
მაგალითია იმის, თუ რატომ
უნდა მივმართოთ ჩვენს
რეგიონულ ბიუროებს და
ადგილზე ჩვენს ლოკალურ
ოფისს, რომ სახელმძღვანელო
მოგვცენ - ანტიამერიკული
მთავრობისთვის ყველაზე
საგრძნობი ზომები რა
შეიძლება იყოს”, -
განაცხადა გუშინ რუბიომ
უილსონის კითხვის
პასუხად.უპასუხოდ
დარჩენილი კობახიძის
წერილიმაშინ, როდესაც
აშშ-ის კონგრესის ქვედა
პალატაში “MEGOBARI აქტის”
დამტკიცების შემდეგ,
კანონპროექტი კონგრესის
ზედა პალატას - სენატს
გადაეცა, "ქართული ოცნების"
თავმჯდომარედ არჩეულმა
ირაკლი კობახიძემ 13 მაისს
დონალდ ტრამპსა და ჯეი დი
ვენსს ღია წერილით მიმართა,
სადაც იგი წერდა: "თუ
დააკვირდებით, ჩვენი
ხელისუფლებისა და თქვენს
რიტორიკას, სრული
ღირებულებითი და
იდეოლოგიური თანხვედრა
აქვს".ამ წერილზე აშშ-ის
არცერთ ოფიციალურ
წარმომადგენელს საჯარო
კომენტარი არ გაუკეთებია
და ამ დრომდე არც არაფერი
თქმულა.6 მაისს, აშშ-ის
კონგრესის ქვედა პალატაში
“MEGOBARI აქტის” დამტკიცების
შემდეგ, კანონპროექტი
კონგრესის ზედა პალატას -
სენატს გადაეცა.
კანონპროექტი სენატის
ოფიციალური კალენდრის
“ზოგადი საკითხების”
სექციაში იმავე დღეს იქნა
დამატებული სათაურით:
“აქტი, რომ საქართველოში
წინააღმდეგობა გაეწიოს
ჩინეთის კომუნისტური
პარტიის, ირანული რეჟიმისა
და რუსეთის ფედერაციის
გავლენას”.თუკი ახლა “MEGOBARI
აქტი” სენატშიც
დამტკიცდება, კანონად
ქცევისთვის მას
პრეზიდენტი ტრამპის
ხელმოწერა
დასჭირდება.ირაკლი
კობახიძემ 7 მაისს
ჟურნალისტებს უთხრა, რომ
"MEGOBARI აქტის" მხარდამჭერი
რესპუბლიკელი
კონგრესმენები არა
პრეზიდენტ ტრამპის
მოკავშირეები, არამედ "დიფ
სთეითის" დავალებების
შემსრულებლები არიან.
კობახიძის აზრით,
მაგალითად "ჯო უილსონი არის
თავიდან ბოლომდე დიფ
სთეითი“.„ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილის, ლევან
მაჭავარიანის აზრით კი "ჯო
უილსონი ჩვეულებრივი
ლობისტია, რომელიც ასეთი
ტიპის სამუშაოთი
საზრდოობს".“ქართული
ოცნება” “MEGOBARI აქტს”
პრეზიდენტ ტრამპის
„გამოცდად“ განიხილავს და
თუკი აშშ-ის პრეზიდენტი
საბოლოო ვარიანტს ხელს
მოაწერს, ეს "ქართული
ოცნების" აზრით, ნიშანი
იქნება იმისა, რომ აშშ-ის
პრეზიდენტმა ე.წ. დიფ
სთეითი ვერ
დაამარცხა.დონალდ
ტრამპისა და ჯეი დი
ვენსისთვის მიწერილ ღია
წერილში კობახიძე
აცხადებს, რომ
„გასაკვირია”, რატომ არ
ასწორებს დონალდ ტრამპი ჯო
ბაიდენის „დანაშაულებრივ
გადაწყვეტილებებს” –
მისვე თქმით, გაკვირვებას
იწვევს აშშ-ის ამჟამინდელი
ადმინისტრაციის „დუმილი”
იმის გათვალისწინებით, რომ
ისინი „ღიად
არადემოკრატიულ და
ავტორიტარულ
სახელმწიფოსთანაც”
აწარმოებენ დიალოგს.ვის
ემუქრება სანქციები MEGOBARI
აქტის მიღების
შემთხვევაში?ჯო ვილსონის
თქმით, "MEGOBARI აქტის" მიღების
შემთხვევაში დასანქცირება
ემუქრება: ირაკლი
კობახიძეს -
პრემიერ-მინისტრის, კახა
კალაძეს - თბილისის მერს,
ირაკლი ღარიბაშვილს -
პარტიის ყოფილი
თავმჯდომარეს, მაკა
ბოჭორიშვილს - საგარეო
საქმეთა მინისტრს, შალვა
პაპუაშვილს - პარლამენტის
სპიკერს, ნინო წილოსანს -
ვიცე-სპიკერს, მამუკა
მდინარაძეს - საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერს,
გიორგი კალანდარიშვილს -
ცესკოს
თავმჯდომარეს.დასასანქცირებელთა
სიაში ასევე არიან: ვახტანგ
გომელაური, ანრი
ოხანაშვილი, პაატა სალია,
სულხან თამაზაშვილი,
ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი
სამხარაძე, თეა წულუკიანი,
მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან
მურუსიძე, დიმიტრი
გვრიტიშვილი, გიორგი
მიქაუტაძე, ლევან თევზაძე,
ირაკლი შენგელია, რევაზ
ნადარაია, შალვა თადუმაძე,
გიორგი გაბიტაშვილი –
გენპროკურორი, კარლო
კაციტაძე – სპეციალური
საგამოძიებო სამსახური,
გიორგი ჯავახიშვილი –
ცესკოს მდივანი, რაჟდენ
კუპრაშვილი –
ანტიკორუფციული ბიუროს
ხელმძღვანელი, ნათია
თურნავა – სების
პრეზიდენტი. ბიზნესმენები:
უჩა მამაცაშვილი, ივანე
ჩხარტიშვილი, ალექსანდრე
ივანიშვილი, ოთარ
რომანოვ-ფარცხალაძე,
ნოშრევან ნამორაძე. ჯო
ვილსონის თქმით, სანქციები
ემუქრებათ
"პროპაგანდისტებსაც" სადაც
მოიაზრება: ირაკლი რუხაძე,
ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ
მაღლაფერიძე, თინათინ
ბერძენიშვილი და კახა
ბექაური.
1747902928