თბილისი (GBC) – პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ–ის ათი სავაჭრო პარტნიორისთვის 10–დან 50%–მდე გაზრდილი გადასახადი ხუთშაბათიდან ძალაშია. 

სააგენტო REUTERS-ის ცნობით, აშშ–ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამმართველომ გაზრდილი ტარიფების ამოღება დღეს, თბილისის დროით 08:00 საათიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი გაურკვევლობა ტრამპის საბოლოო სატარიფო განაკვეთებთან დაკავშირებით და დაძაბული მოლაპარაკებები ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, რომლებსაც ამ ტარიფების დაწევა სურდათ.

აშშ–ის საბაჟო სამსახურის შეტყობინების თანახმად, რომელიც გადამზიდავებს ამ კვირაში დაუგზავნეს, გემებზე დატვირთული საქონელი. რომელიც აშშ–ში მიემართება და გზაშია, 5 ოქტომბრამდე შედარებით დაბალი ტარიფით შეიტანენ ქვეყანაში.