თბილისი (GBC) – სამშაბათის ვაჭრობაზე Xiaomi–ს აქციების ფასი 16%–ით ავარდა მას შემდეგ, რაც წინა კვირაში კომპანიამ სპორტული ელექტრომობილი SU7 (Speed Ultra 7) წარმოადგინა. კომპანიის ახალმა პროდუქტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

შესაბამისად, კომპანიის საბაზრო ღირებულება $7,6 მლრდ–ით გაიზარდა.

SU7–ით მომხმარებლების დაინტერესების ერთ–ერთი ფაქტორი მისი დაბალი ფასია – საბაზისო მოდელი $30 000–ზე ნაკლები ღირს.

კომპანიაში პარასკევს განაცხადეს, რომ გაყიდვების პირველი 24 საათის განმავლობაში 88 898 წინასწარი დაკვეთა (ჯამური ღირებულებით დაახლოებით $2,6 მლრდ) მიიღეს.

თუმცა, Xiaomi–ში აღნიშნეს, რომ SU7–ის პროექტიდან ზარალს ელიან. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, დანაკარგი უმნიშვნელო იქნება.