თბილისი (GBC) – პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა „უზბეკეთი – 2030“–ის სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც მუნიციპალიტეტების და მთლიანად საზოგადოების განვითარებას ითვალიწინებს. პრეზიდენტის განკარგულებას ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს. 

დოკუმენტის თანახმად, საცხოვრებელი მასივების განახლებაზე 20 ტრლნ სუმი ($1,6 მლრდ) გამოიყოფა. 10 ათასი სამრეწველო და მომსახურების პროექტის რეალიზებით გათვალისწინებულია 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

განათლების რეფორმა პროფესიულ განათლებასაც მოიცავს. 2026/27 სასწავლო წლიდან ქვეყნის 7 რეგიონში არსებული ტექნიკუმების ბაზაზე „ქალაქი – პროფესიები“ შეიქმნება, სადაც სკოლის მოსწავლეებს მოთხოვნად პროფესიებს შეასწავლიან. ამავე პერიოდიდან ტექნიკუმების მოსწავლეებს სტიპენდიას დაუნიშნავენ.

ახალი სპეციალისტების უნარების დასადგენად რეგიონებში კვალიფიკაციის შეფასების 245 ცენტრს გახსნიან. ეს უწყებები სერტიფიკატებს გასცემენ და სერტიფიცირებული ახალგაზრდები ოფიციალურად გადამისამართდებიან შრომის ბაზარზე.