თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი China Interbank Bond Market -ზე დაშვების შესახებ აცხადებს, მსოფლიოს ერთ-ერთ მსხვილ ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე.
CIBM-ზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.
23.12.2025 -ს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით.
2026-ის თებერვალში კი სებ-მა ანგარიშები გახსნა ჩინეთის ცენტრალურ ბანკში და CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში.
„ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარი ინვესტორებისთვის, მათ შორის ცენტრალური ბანკებისთვის, ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომის ერთ-ერთი ძირითადი არხია", - სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ამ არხით რეზერვების პორტფელის დივერსიფიკაციის სიკეთეზე აღნიშნა.
ახალი ბაზრის ათვისების შემდგომი ნაბიჯები რისკების შეფასებით გადაიდგმება.